ჯოკერი

ჯოკერის წესები

ჯოკერი ოთხი მოთამაშის კარტის თამაშია, სადაც ყველა თავისთვის თამაშობს. ყოველი დარიგების წინ ამბობ, რამდენ ხელს წაიღებ, და ქულებს იმის მიხედვით იღებ, ზუსტად შეასრულე თუ არა ნათქვამი. ქვემოთ ის წესებია, რომლითაც JokerX-ზე ვთამაშობთ.

კარტი და მოთამაშეები

თამაშობს ოთხი მოთამაშე, ყველა თავისთვის. დასტაში 36 კარტია: A, K, Q, J, 10, 9, 8, 7 და 6 ოთხივე ფერში, ოღონდ ორი შავი ექვსიანის (6♠ და 6♣) ნაცვლად ორი ჯოკერია. ყველაზე მაღალი ტუზია (A), ყველაზე დაბალი ექვსიანი.

დარიგებები და პულკები

თამაში დარიგებებისგან შედგება, დარიგებები კი ოთხ პულკად იყოფა. კლასიკურ თამაშში 24 დარიგებაა:

ცხრიანებში ოთხი პულკაა, თითოეულში ოთხი 9-კარტიანი დარიგება: სულ 16 დარიგება. დამრიგებელი ყოველ დარიგებაზე შემდეგ მოთამაშეზე გადადის.

კოზირი

როცა თითოეულს 9-ზე ნაკლები კარტი ურიგდება, დარიგების შემდეგ დასტის მომდევნო კარტი ამობრუნდება და მისი ფერი კოზირია. თუ ჯოკერი ამობრუნდა, დარიგება უკოზიროა.

9-კარტიან დარიგებაზე მთელი დასტა რიგდება და ამოსაბრუნებელი კარტი არ რჩება. ამიტომ დამრიგებლის მარცხნივ მჯდომი ჯერ თავის პირველ სამ კარტს ხედავს და ირჩევს კოზირს ან უკოზიროს; დანარჩენ კარტს ყველა ამის შემდეგ იღებს.

თქმა

დამრიგებლის მარცხნივ მჯდომიდან დაწყებული, ყველა რიგრიგობით ამბობს, რამდენ ხელს წაიღებს: 0-დან (პასი) ხელში არსებული კარტის რაოდენობამდე. დამრიგებელი ბოლოს ამბობს და ისე ვერ იტყვის, რომ ყველას ნათქვამის ჯამი ამ დარიგების ხელების რაოდენობას გაუტოლდეს. ასე ერთი მაინც ვერ შეასრულებს ნათქვამს.

თამაში

პირველ ხელზე დამრიგებლის მარცხნივ მჯდომი გადის, ყოველ შემდეგზე კი ის, ვინც წინა ხელი წაიღო. გასულ ფერს უნდა მისცე; თუ ის ფერი არ გაქვს, კოზირი უნდა დადო; თუ არც კოზირი გაქვს, ნებისმიერი კარტი. ჯოკერის დადება ყოველთვის შეიძლება.

ხელს იღებს უმაღლესი კოზირი, ხოლო თუ კოზირი არავის დაუდია, გასული ფერის უმაღლესი კარტი.

ჯოკერი

ჯოკერი ორნაირად შეიძლება დადო: მაღალი (იღებს ხელს) ან დაბალი (უთმობს ხელს).

ჯოკერით გასვლისას ამბობ, მაღალია თუ დაბალი, და ასახელებ ფერს, რომელიც სხვებმა უნდა მოგცენ:

სხვის გასულზე მაღალი ჯოკერი ხელს იღებს, დაბალი კი უთმობს. თუ ერთ ხელზე ორივე ჯოკერი მაღლად დაიდო, ხელს მეორე იღებს.

ჯოკერით გასვლა JokerX-ზე: მაღალი იღებს ხელს, დაბალი უთმობს ხელს

ქულები, ხიშტი და პრემია

ქულებს ყოველი დარიგების შემდეგ იღებ:

რა მოხდაქულა
თქვი 1 ან მეტი და ზუსტად იმდენი წაიღენათქვამი × 50 + 50
(3 → 200)
თქვი ყველა ხელი და ყველა წაიღენათქვამი × 100
(5-დან 5 → 500)
თქვი 0 (პასი) და არცერთი წაიღე50
ნათქვამი ვერ შეასრულე, მაგრამ ხელები წაიღე10 ყოველ წაღებულ ხელზე
თქვი 1 ან მეტი და არცერთი წაიღე (ხიშტი)−200
(9-კარტიანზე −500)

პრემია: თუ პულკის ყველა დარიგებაზე შეასრულე ნათქვამი (პასის ჩათვლით), ამ პულკაში შენი საუკეთესო დარიგების ქულა კიდევ ერთხელ გემატება.

გამარჯვებული

ბოლო დარიგების შემდეგ იგებს ის, ვისაც ყველაზე მეტი ქულა აქვს.

წესები ყველაზე კარგად თამაშით ისწავლება: ითამაშე ახლა, ბოტებთანაც შეგიძლია ივარჯიშო.